|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"პარლამენტში თუ არის 41 მილიონერი, საკრებულოშიც სჭირდებათ"

არჩევნებისათვის ხელისუფლებას მდიდარი ადამიანები ჭირდება და მათ კიდევ უფრო გამდიდრებას უწყობს ხელს- ასე გამოეხმაურა ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ნატო ქათამაძე  ქუთაისში, რიონის სანაპიროზე მშენებარე "არგოსა" და რუსთაველის ხიდს შორის ტერიტორიის აუქციონზე გატანის გადაწყვეტილებას.

ნატო ქათამაძის განცხადებით, აღნიშნული ტერიტორია "არგოს" მფლობელებს გადაეცემა, რაც თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ნიკა ლატარიას ბიზნესია. მას თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი ძალის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობა დაევალა. 

"თავის დროზე საზოგადოების წინაააღმდეგობა გამოიწვია "ოქროს ჩარდახის" მიმდებარედ კაფე-ბარის  მშენებლობისათვის ტერიტორიის გადაცემამ. ამის მიუხედავად, მერიამ პოზიცია არ შეიცვალა და აიგო უსახური შენობა, ახლა კი დარჩენილი ტერიტორია გასაყიდად გამოაქვს, რომელსაც ცხადია, "არგოს"  მფლობელი ნიკა ლატარია შეიძენს. არჩევნებისათვის ხელისუფლებას ჭირდება მდიდარი ადამიანები და მათ კიდევ უფრო გამდიდრებას უწყობს ხელს, პარლამენტში თუ არის 41 მილიონერი, საკრებულოშიც სჭირდებათ... ქუთაისში ყველაფერი იყიდება", -განაცხადა ნატო ქათამაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

თავის მხრივ, ქალაქის მერი შოთა მურღულია ადასტურებს, რომ ტერიტორიის შეძენის სურვილი ნამდვილად გამოთქვეს არგოს მფლობელებმა. ტერიტორია აუქციონზე წინაპირობის გარეშე გავა, შესაბამისად, რა დანიშნულებით მოხდება მისი გამოყენება, მფლობელის გადასაწყვეტილა.

 მერის თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ყველა მშენებლობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან შეთანხმებით ხდება.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა