|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არჩევნებთან დაკავშირებით მოსახლეობაში არის ნიჰილიზმი"

პრეზიდენტის საჯარო ლექცია  აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში  საქართველოს დამოუკიდებლობის  25 წლისთავს მიეძღვნა. გიორგი მარგველაშვილის  თქმით, წლევანდელი წელი "ევროპული სახელმწიფოს წლად" არის გამოცხადებული.

 „ჩვენ ეს წელი გამოვაცხადეთ ევროპული სახელმწიფოს წლად.  ევროპული ღირებულებები არის ჩვენი  ცხოვრების წესი. ადრე ეს იყო ქრისტიანობის არჩევანი, რომელიც ჩვენმა ხალხმა გააკეთა და ამ არჩევანის დაცვა ჩვენ ერს მრავალჯერ მოუხდა“- განაცხადა  მარგველაშვილმა.  მისი თქმით, ახლა ეს ხაზი დემოკრატიულ პროცესებზე გადის. მან ასევე ხაზი გაუსვა არჩევნებში მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობას.

„არჩევნებთან დაკავშირებით მოსახლეობაში არის ნიჰილიზმი, თითქოს ნიშნის მოგებით ამბობენ,  რომ არ მივლენ არჩევნებზე,  ამით ისინი უარს ამბობენ დაავალდებულონ პოლიტიკოსები, ემსახურონ  მათ,“-დანაცხადა  პრეზიდენტმა და იმედი გამოთქვა, რომ პოლიტიკოსები შეძლებენ მიიყვანონ მოქალაქეები საარჩევნო ყუთებთან.

პრეზიდენტმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. სტუდენტის კითხვის პასუხად, რომელიც ქვეყნის ტერიტოტიული მთლიანობის აღდგენას ეხებოდა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, როდესაც ჩვენ ქვეყანას ექნება მეტი შესათავაზებელი ამ ხალხისათვის, პრობლების გადაჭრა გაცილებით გაადვილდება.  „როდესაც  ჩვენ გადავდგამთ მეტ ნაბიჯებს ევრპულ სივრცეში ინტეგრაციისატვის, ჩვენი ქვეყანა გახდება ძლიერი და  გვექნება მეტყი შესათავაზებელი, ისინიც დარწმუნდებიან რომ მათი განვითარება ერთიან და ძლიერ საქართველოშია შესაძლებელი"-, განაცხადა მარგველაშვილმა.

დღესვე ხელი მოეწერა პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე