|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"აღმაშფოთებელია ოკუპანტების მიერ ექიმის დაკავება"-სოლიდარობის აქცია ქუთაისში

ქუთაისში მესხიშვილის თეატრმა სოლიდარობის აქცია გამართა. ხალათებში გამოწყობილი მსახიობები და ადმინისტრაციის თანამშრომლები დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად კვლავ თეატრის წინ შეიკრიბნენ.

მსახიობები "თეთრი ხალათების" აქციას ექიმების სპეციალური ფორმით შეუერთდნენ. მათი თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონოდ არის დაკავებული და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. "აღმაშფოთებელია ოკუპანტების მიერ ექიმის დაკავება. ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა ოკუპანტებმა უკანონოდ დააკავეს, ე.წ. საზღვრის გადაკვეთის გამო. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს, რადგან ეს არის ნომერ პირველი პრობლემა"-განაცხადეს მსახიობებმა.

მათი თქმით, აქციას თეატრალური საზოგადოება უერთდება.

ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის დააკავეს. დე ფაქტო რეჟიმმა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მან რამდენიმე დღე ცხინვალის იზოლატორში გაატარა. ქართველ ექიმს ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა, რის შემდეგაც ის ადგილობრივ ციხეში გადაიყვანეს. ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ დაშავებული პაციენტის დასახმარებლად იყო გადასული.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.35%
გაუარესდა - 50.51%
არ შეცვლილა - 14.14%
სულ - 99 ხმა