|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციის პროექტი [PHOTO]

ქუთაისის მერია აასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისათვის ნახევარ მილიონამდე ლარის დახარჯვას გეგმავს.

პროექტის განხორციელება მიმდინარე წელსაა გადაწყვეტილი.

მერიას უკვე აქვს პროექტი, რომლის მიხედვითაც მოხდება კიბის რეაბილიტაცია. ვის მიერაა პროექტი მომზადებული, ეს ინფორმაცია ამ ეპატზე ვერ მივიღეთ. პროექტის მოსამზადებლად კონკურსი არ გამოცხადებულა.

 პროექტის მიხედვით, იგეგმება კიბის შეკეთება,  ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე გათვალისწინებულია  მოსასვენებელი პარკის მოწყობა 80 კაცზე გათვლილი ღია ამფითეატრით და შადრევანით, ასევე დაგეგმილია ტერიტორიის  დაკიდებული ყვავილებით გაფორმება.

შეგახსენებთ,  მიმდინარე წელს ქუთაისის  მერია სამი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას გეგმავს. 

 ასსაფეხურიანი კიბის, თეთრი ხიდისა და გაპონოვის ქუჩის ფასადების რეაბილიტაციისათვის ბიუჯეტში 900 ათასი ლარია  გათვალისწინებული. მერიის ინფორმაციით, პროექტებთან დაკავშირებით მერია ტენდერებს გამოაცხადებს და კონკრეტულად, თუ რომელი პროექტისათვის რა თანხა დაიხარჯება, შემდეგ მოხდება დაანგარიშება. 

ბიუჯეტის განხილვისას საკრებულოს სხდომაზე აასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისათვის სოლიდური თანხების ხარჯვა მიზანშეუწონლად მიიჩნია საკრებულოს "ევროპული საქართველოს" წევრმა მერაბ მეშველიანმა. მისი თქმით, უმჯობესია გაიზარდოს პროგრამა "კორპუსის" დაფინანსება და მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემები გადაიჭრას.  

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა