|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ათენში ძვირფასეულობის მაღაზიის ძარცვისათვის ორ ქართველს ეძებენ

საბერძნეთის პოლიცია ორ ქართველ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებს. ამის შესახებ ბერძნული მედია იტყობინება.

ბერძნული სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით,  ათენში ოქროულობის მაღაზიაში ორი პირი შეიჭრა, რომლებმაც დიდი ოდენობის ძვირფასეულობის  გატაცება შეძლეს.

დანაშაულში ეჭვმიტანილები იძებნებიან.

არსებული ინფორმაციით, მათი სახეები ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს, რის საფუძველზეც საბერძნეთის პოლიცია ქართველების ძებნის შესახებ იტყობინება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა