|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების მშობლები ქუთაისის მერიისგან დაფინანსებას ითხოვენ

აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების მშობლები ქუთაისის მერიისგან დაფინანსების გაზრდას ითხოვენ.

მათი თქმით, მერია რეაბილიტაციის სერვისს მომავალ წელს სრულად ვერ აფინანსებს და მშობლებს 10 პროცენტიანი თანადაფინასება შესთავაზეს, ამის მიზეზად კი პროგრამაში მომლოდინე ბავშვებს ასახელებენ.

მშობლები ამ შეთავაზების წინააღმდეგი არიან. მათი თქმით, არ თავად არ აქვთ შესაძლებლობა და მერიას იმ პროექტებიდან თხოვენ თანხის დამატებას, რომლებიც პანდემიის გამო ქუთაისში ვერ ტარდება.

ამ დროისათვის აღნიშნულ პროგრამაში ჩართულია 138 ბავშვი და დაფინანსებას 37 ბავშვი ელოდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა