|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ავტო ლომბარდი – მიიღე თანხა და განაგრძე ავტომობილის მართვა [R]

  გყავთ მანქანა და გჭირდებათ თანხა? ავტო ლომბარდი საჭირო ფინანსების მარტივად მიღებაში დაგეხმარებათ. თქვენ არ დაგჭირდებათ უამრავი საბუთის შეგროვება და უსასრულო პროცედურების გავლა. დღეისათვის, სესხის განაცხადის შევსება უკვე ონლაინ რეჟიმში შეიძლება. თუ არ იცით რომელ კომპანიას დაუკავშირდეთ, რომელი მათგანი შემოგთავაზებთ უკეთეს პირობას და დაბალ საპროცენტო განაკვეთს, კრედი 24-ის დახმარებით ერთ სივრცეში გაეცნობით საკრედიტო კომპანიების შეთავაზებებს, გაიგებთ რამდენს შეადგენს პროდუქტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი და შეძლებთ თქვენზე მორგებული სერვისით სარგებლობას.

 

ავტო ლომბარდის სერვისით სარგებლობამდე საფინანსო კომპანიის ექსპერტები აფასებენ ავტომობილს და ადგენენ მის მდგომარეობას, რაც განისაზღვრება მისი ზოგადი მონაცემებისა და გამოშვების წლის მიხედვით. მომსახურებით სარგებლობისთვის საჭიროა  მინიმალური დოკუმენტები; პირადობის მოწმობა და ავტომობილის ტექნიკური პასპორტი. მართალია, მანქანაზე ვრცელდება გირავნობა, მაგრამ გირავნობის მიუხედავად მფლობელს შეუძლია განაგრძოს მისი მართვა. მომსახურება მომხმარებელთა ფართო სეგმენტისთვის არის განკუთვნილი. სერვისი განსაკუთრებით მოსახერხებელია იმ კლიენტებისთვის, ვისაც არ აქვს დადებითი საკრედიტო ისტორია ან არ შეუძლია ცნობების შეგროვება. ვინაიდან ავტო ლომბარდი უზრუნველყოფილი კრედიტია, კომპანია გაცილებით მარტივად ამტკიცებს სესხს. გადაუხდელობის შემთხვევაში კრედიტორს უფლება აქვს ჩადებული მანქანით აინაზღაუროს გაცემული სესხი.

 

ავტო ლომბარდის სერვისს გვთავაზობენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. სანამ რომელიმე მათგანის მომსახურებით ისარგებლებთ საჭიროა მათი პირობების შესწავლა, საპროცენტო განაკვეთისა და ყოველთვიურად გადასახადი თანხის გამოთვლა. პროდუქტის პირობის ცოდნა თავიდან აგარიდებთ გაუთვალისწინებელ ხარჯს, რაც დაგეხმარებათ ბიუჯეტის სწორად დაგეგმასა და ვალდებულების დროულად გადახდაში.

 

რა უპირატესობას გთავაზობთ კრედი 24-ის ავტო ლომბარდი?

 

  • სასარგებლო ინფორმაცია ერთ ვებგევრდზე – Credy24-ზე მოცემულია სხვადასხვა კომპანიების პირობები. თქვენ ერთ სივრცეში შეგიძლიათ გაიგოთ მათი საპროცენტო განაკვეთი, თანხის ოდენობა და დაზოგოთ დრო.

 

  • საპროცენტო განაკვეთი – ნებისმიერი საფინანსო პროდუქტის შერჩევისას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საპროცენტო განაკვეთს. კრედი 24-ზე ერთ სივრცეში გაიგებთ სხვადასხვა კრედიტორის პროცენტის ოდენობას და გაითვალისწინებთ სერვისით სარგებლობამდე.

 

  • სისწრაფე – მომსახურების სწორად შესარჩევად საჭიროა კრედიტორების ვებგვერდზე ვიზიტი, შეთავაზებების გაცნობა და ერთმანეთთან შედარება. ეს ყველაფერი კი დროს მოითხოვს. კრედი 24-ის დახმარებით დაზოგავთ დროს, ერთ ვებგვერდზე მიიღებთ საჭირო ინფორმაციას.

 

Credy24-ზე გაეცნობით სხვადასხვა კომპანიის შეთავაზებას, გაიგებთ საპროცენტო განაკვეთს, ყოველთვიურად გადასახადი თანხის ოდენობას, გადახდის პერიოდს. დაზოგავთ დროს და შეარჩევთ თქვენზე მორგებულ მომსახურებას. ვებგვერდზე საშუალება გაქვთ გაიგოთ არა მხოლოდ ავტო ლომბარდის, არამედ სხვადასხვა ტიპის სესხების პირობები, როგორიცაა ავტო, ონლაინ, გრძელვადიანი, იპოთეკური კრედიტები.

 

თუ არჩევანის გაკეთება გიჭირთ, არ იცით რომელ საფინანსო კომპანიას დაუკავშირდეთ, კრედი 24-ის დახმარებით მარტივად შეარჩევთ დაბალ პროცენტიან სესხს და ონლაინ რეჟიმში შეავსებთ კრედიტის განაცხადის ფორმას. სასურველი საკრედიტო პროდუქტით სარგებლობისთვის ეწვიეთ ვებგვერდს, შეადარეთ კომპანიების პირობები ერთმანეთს და აიღეთ სესხი სახლიდან გაუსვლელად. გონივრული ფინანსური გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა პროდუქტის პირობის დეტალური გაცნობა. მათ შორის ეფექტური საპროცენტო განაკვეთისა და დამატებითი ხარჯების გათვალისწინება. Credy24 გაგაცნობთ ერთად შეჯამებულ სასარგებლო ინფორმაციას, რომელიც მოიცავს ყველა იმ პირობას, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია სესხის აღების დროს.



ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა