|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ავტოავარიის შედეგად დაშავებულებს ოპერაცია უტარდებათ

ქუთაისთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებულებს დღეს ოპერაცია უტარდებათ. როგორც  "ნიუპრესს" ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის დირექტორმა  ანჟელა ორჯონიკიძემ განუცხადა, რაგბისტის მეუღლეების  და  გიორგი ლომინაძის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.  ორჯონიკიძის განცხადებით,  "პაციენტები კვლავ  მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. მათი  მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ცვლილებები არ შეინიშნება".

ორჯონიკიძის თქმით,   ოპერაციის შედეგების შესახებ  დღის მეორე ნახევარში სპეციაურ ბრიფინგზე განაცხადებს.

შეგახსენეთ,  ქუთაისთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად რაგბისტები და მათი მეუღლეები მძიმედ დაშავდნენ. მეორე ავტომობილში მყოფი ცოლ-ქმარი და მათი მეგობარი კი დაიღუპნენ. 

დაშავებლებიდან  მერაბ კვირიკაშვილი უკვე პალატაშია გადაყვანილი. 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა