|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა გახდა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის 2 წლის წინ შეძენილი ავტომანქანის ჩამოწერის მიზეზი?

ავტომობილი, რომელიც ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ დაიწუნა, ქალაქში მოძრაობს. "ფოლკსვაგენ პასატის" მარკის ავტომობილი იმჟამინდელი საკრებულოს თავმჯდომარის დავით დვალისთვის 2015 წელს შეიძინეს, რისთვისაც 18 000 ლარი გადაიხადეს.

როგორც საკრებულოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ნიკა ლატარია განმარტავს, ავტომობილი ავარიულ მდგომარეობაშია და შესაძლოა, შეკეთებასაც არ დაექვემდებაროს.  ამ მიზეზით ლატარიამ მერიისგან ახალი ავტომობილი ითხოვა და კერძო კომპანიისაგან საჩუქრად გადაცემული ახალი „ჰიუნდაი სონატა“  მიიღო.  

როგორც აღვნიშნეთ,  18 000 ლარად შეძენილი  "ფოლკსვაგენ პასატი"  ამ დრომდე ქალაქში მოძრაობს. საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ავტომობილი შესაკეთებლად ერთხელ მართლაც გაიყვანა სადგომიდან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი შენგელიამ, თუმცა ავტომობილი იმდენად დაზიანებული აღმოჩნდა, რომ მისი შემდგომი გამოყენება შეუძლებლად მიიჩნიეს.  მისივე ინფორმაციით, ასევე მწყობრიდან არის გამოსული ავტომობილი, რომლითაც საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის მოადგილეები სარგებლობდნენ.

 ავტომობილების მომსახურეობისათვის, როგორც წესი, ყოველწლიურად ტენდერი ცხადდება და ავტომობილების შეკეთებისათვის სოლიდური თანხები იხარჯება.  კითხვაზე, თუ რა გახდა  ორი წლის წინ შეძენილი ავტომობილის ამგვარი დაზიანების მიზეზი,  რომ შეკეთება შეუძლებელი ხდება, საკრებულოში გვპასუხობენ, რომ ამაზე ვერ ისაუბრებენ. 

სატელეფონი ზარებს არ პასუხობს არ საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე. 

პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის საკრებულოს მხოლოდ ორი ავტომობილი ყავს.

შეგახსნებთ, მერიამ კერძო კომპანიის მიერ ნაჩუქარი ავტომობილი საკრებულოს თავმჯდომარეს ათხოვა. 

 

 

ფოტო არქივიდან

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა