|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ავტოსაგზაო შემთხვევისას მსოფლიო ჩემპიონი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევისას  მსოფლიო ჩემპიონი მკლავჭიდში ზურა ბუცხრიკიძე  დაშავდა. შემთხვევა, ქუთაისში, საღორიაზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, ბუცხრიკიძემ საჭე ვერ დაიმორჩილა და  ხეს დაეჯახა. ახალგაზრდა სპორტსმენი სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.  ამ დროისათვის მისი მდგომარეობა სტაბილურია.

შეგახსენებთ, ბუცხრიკიძე წლის საუკეთესო სპორტსმენის ათეულში დასახელდა და ქუთაისის მერმა სპეციალური საჩუქარი გადასცა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი