|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

ბაღდათში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მცირეწლოვანის მდგომარეობა მძიმეა. წლის და 7 თვის ბავშვი ქუთაისის რეფერალურ კლინიკაშია გადაყვანილი. ამ დროისათვის ბავშვს რთული ოპერაციისათვის ამზადებენ.

ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, ბავშვს მრავლობითი დაზიანება აქვს, მძიმე  ტრავმა აქვს თავის არეში. 

დაშავებულის დედა სამუშაოდ საბერძნეთში იმყოფება, რომელიც სამშობლოში უახლოეს დღეებში დაბრუნებას გეგმავს.

მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო თავი მოიკლა ბავშვის ბაბუამ. სუიციდის ფაქტი ქუთაისში მრავალსართულიანი ბინაში მოხდა.

ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა