|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ახალ ტურისტულ სეზონს, სათაფლია განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება"

 არასამთავრობო ორგანიზაციის „ევროპა ჩვენი სახლია“ განცხადებას სათაფლიის ნაკრძალთან დაკავშირებით დაცული ტერიტორიების სააგენტო პასუხობს.  
"გვსურს, განვმარტოთ, რომ პანორამული გადასახედი ნოემბრის ბოლოს, ძლიერმა ქარმა დააზიანა და დაიკეტა ვიზიტორთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე. რაც შეეხება სხვა ეკოტურისტულ ინფრასტრუქტურას, მომდევნო წელს იგეგმება მათი მოწესრიგება და ახალ ტურისტულ სეზონს, სათაფლია სრულიად მომზადებული, განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება. ტერიტორიაზე, სამუშაოები აქტიური ტურისტული სეზონის დროს, ვიზიტორთა ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ დაიწყებოდა. ამჟამად მიმდინარეობს, პროექტის მომზადება, რის შემდგომაც დაიწყება პროექტის განსახორციელებლად საჭირო სამუშაოები"-აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.
 შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ევროპა ჩვენი სახლია" გაავრცელა ინფორმაცია და შესაბამისი ვიდეო კადრები, რომლის თანახმად, სათაფლიის ინფრასტრუქტურა დაზიანებულია. 
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა