|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი განხილვა ქუთაისში იმართება

ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს იწყება.

პირველი შეხვედრა ქუთაისში, პარლამენტის შენობაში გაიმართება.

განხილვაში მონაწილეობის მისაღებად პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, სამოქალაქო სექტორისა და მედია ორგანიზაციის წარმომადგენლები მიიწვიეს.

შეხვედრას ირაკლი კობახიძე გაუძღვება.

მმართველი გუნდის მიერ მომზადებული ახალი კონსტიტუციური პროექტი 2020 წელს ბლოკების ერთჯერადად დაშვებას, ე.წ. ბონუს სისტემის გაუქმებას, რწმენის თავისუფლებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ჩანაწერების შეცვლას ითვალისწინებს.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა