|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ახალი სამთავრობო ქალაქის ასაშენებლად ქუთაისი ძალიან კარგი ადგილია"

როგორც მოსალოდნელი იყო ხელისუფლებამ დაარღვია პირობა პარლამენტის ქუთაისში დატოვების შესახებ - ფრაქცია ,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს’’ თავმჯდომარემ გიგი წერეთლმა. მისი თქმით,  საკონსტიტიციო კომისიამ ფაქტიურად უკვე მიიღო გადაწყვეტილება,  რაც იქნება მძიმე დარტყმა ქუთაისისა და რეგიონის  პერსპექტივისათვის. 

წერეთლის თქმით, ქუთაისიდან არა თუ პარლამენტის გადატანა, აქ სამთავრობო ქალაქიც უნდა აშენდეს.

"დღეს, როდესაც საუბარია იმაზე, რომ მთავრობა და პარლამენტი ერთ ქალაქში უნდა იყოს, შევახსენებ ხელისუფლებას, რომ ქუთაისში უკვე აშენებულია თანამედროვე სამთავრობო შენობა, რომელიც ცარიელია, ტერიტორია მოუვლელია 2012 წლის შემდეგ და პროექტის განხორციელებისთვის, რომელსაც მთავრობა აპირებს, ააშენოს ახალი  სამთავრობო ქალაქი, ქუთაისი იქნება ამისთვის ძალიან კარგი ადგილი,’’- განაცხადა გიგი წერეთელმა. 

მისი თქმით, ამ საკითხის მნიშვნელობა ყველამ უნდა გააცნობიეროს. 

"ყველას უნდა ესმოდეს, რას ნიშნავს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი ქუთაისისთვის და რა სიკეთის მოტანა შეუძლია მას. გარდა ამისა, ეს მნიშვნელოვანია თბილისისთვისაც.  რადგან  ის გახდა დღეს ერთადერთი ეკონომიკური აქტივობის ცენტრი, ამ ქალაქში თავს იყრის საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი. სწორედ ბევრი პრობლემა დაკავშირებულია ამ მოვლენასთან - ეს იქნება სამუშაო ადგილები, სატრანსპორტო გადაადგილება თუ ეკოლოგიური  სირთულეები.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ შეუნარჩუნოს ქალაქ ქუთაისს საპარლამენტო  დედაქალაქის სტატუსი და პერსპექტივა მომავალი განვითარებისთვის.

ყველასთვის კარგად არის ცნობილი ქუთაისელების მხარდაჭერა ამ საკითხთან დაკავშირებით და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ საკონსტიტუციო კომისიაში გაითვალისწინებენ ამ ყველაფერს.

ამავე დროს, საერთო სახალხო განხილვის პროცესში, ჩვენ ვაპირებთ ძალიან აქტიურ ბრძოლას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით"-,  განაცხადა წერეთელმა.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა