|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ახლაც ვთვლი, რომ გაფიცვის მომწყობი გამგეები სამართლიანად გათავისუფლდნენ“

„არსებული სასამართლო სისტემა დასაქმებულის მხარესაა, ვიდრე დამსაქმებლის“,-ასე შეაფასა ქუთაისის მერმა ბაგა-ბაღების გაერთიანების მიერ წაგებული სასამართლო დავები. შოთა მურღულიას განცხადებით, ის კვლავ რჩება იმ მოსაზრებაზე, რომ ერთდღიანი გაფიცვის მომწყობი გამგეები უნდა გათავისუფლებულიყვნენ.

„სასამართლო დავები გრძელდება და ვნახოთ საბოლოო შედგები. რაც შეეხება ჩემს მოსაზრებას, ვთვლი, რომ გაერთიანებამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ეს ადამიანები გაათავისუფლა. მათ გამო ბაღში მისული ბავშვები უკან გაუშვეს. ზოგადად დღეს არსებული სასამართლო სისტემა დასაქმებულის მხარეს არის და არა დამსაქმებლის. მინაჩნია, რომ ნორმალური პროცესია, რადგან ამ ადამიანებს მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ. რაც შეეხება წაგებულ პროცესებს, ალბათ, იურიდილად იყო რაღაც ნიუანსები, თორმე საქმიდან გამომდინარე, ეს ადამიანები სწორად გათავისუფლდენ“-განაცხადა შოთ მურღულიამ. მისივე თქმით, სასამართლოს ზოგიერთი გადაწყვეტილება იყო არასწორი, თუმცა თვლის, რომ შესაძლოა, მათი იურისტების პრობლემაც ყოფილიყო.

„მე დავინტერესდი, რა მდგომარეობა იყო ქვეყნის მასშტაბით, ჩვენი იურისტების პრობლემაც ხომ არ იყო. გაირკვა, რომ შრომითი დავების 98% დასაქმებული სასარგებლოდ გადაწყდა. ჩვენს შემთხვევაშიც ასე იყო, თუმცა ზოგი გადაწყვეტილება არ იყო სამართლიანი. მაგრამ 2012 წლამდე ვერც ერთ საქმეს ვერ გაიხსენებთ, რომ დასაქმებული სასარგებლოდ გადაწყვეტილიყო, დარეკავდნენ სასამართლოში და ასე წყდებოდა. მე არც ვიცი, ვინ არის მოსამართლე. ვცდილობ, არ ჩავერიო. არ მოგვეწონება, გავასაჩივრეთ. შეიძლება, ჩვენს იურისტებასაც მეტი ძალისმხევა სჭირდებოდათ"-განაცხადა შოთა მურღულიამ.

მისი თქმით, როდესაც თვითმმართველობასა და ააიპებში დასაქმებული 4 300 თანამშრომლიდან მხოლოდ ოთხს აქვს დავა, ეს ძალიან ცოტაა, რაც თვითმმართველობის გამართულ მუშაობაზე მიუთითებს, შოთა მურღულიას თქმით, განხორციელებული რეორგანიზაციების ფონზე სხვა ააიპში სასამართლო დავები არ დაწყებულა.

2015 დასაწყისში ერთდღიანი გაფიცვის გამო გათავისუფლებული გამგეების სასამართლო პროცესები ორ ინსტანციაში გამგეების გამარჯვებით დასრულდა.  სავარაუდოდ, პროცესები უზენაეს  სასამართლოში გაგრძელდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი