|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ახლადრეაბილიტირებულ ნიკეას ქუჩაზე მწვანე საფარი განადგურდა

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია ხელისუფლებას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.  

წულაიამ ნიკეას ქუჩაზე,  მწვანე ნარგავის განადგურება გააპროტესტა. მისი განცხადებით, ახლადრეაბილიტირებულ  ქუჩაზე, გამყოფ  კუნძულებზე  მოწყობილი მწვანე  ზოლი  თითქმის  გამხმარია. წულაიას  განმარტებით,   ნერგებისთვის  გადახდილი ფული  წყალში  გადაიყარა.

ნიკეას ქუჩის რეაბილიტაცია გასულ წელს დასრულდა, მისთვის 7 698 556 ლარი რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოიყო.  ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტეს, რომ ნიკეას ქუჩაზე შესრულებული სამუშაოები ჯერ მათ არ ჩაუბარებიათ. მათივე თქმით, ყველა ხარვეზს, რაც გამოიკვეთება, რეგიონული განვითარების ფონდის ქვეკონტრაქტორი კომპანია გამოასწორებს, რომელმაც სამუშაოები შეასრულა.

ნიკეას ქუჩაზე ნარგავების ხმობის შესახებ „ნიუპრესმა“ გასულ წელსაც დაწერა, თუმცა მაშინ  ფონდში აცხადებდნენ, რომ ადგილზე მწვანე საფარი არ გამხმარა და მათი შეცვლა არ ხდებოდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა