|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აზიური ფაროსანას გავრცელების რისკები ქვემო სვანეთში [VIDEO]

აზიური ფაროსანას ქიმიური პრეპარატებით და მექანიკური საშუალებით აქტიურად ებრძვიან დასავლეთ საქართველოში. მიუხედავად ამისა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის მოსახლეობა გვიყვება, რომ ბაღლინჯომ შემოდგომაზე მათი მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა.

რუსუდან გუგავა ამბობს, რომ აზიური ფაროსანა მათ სოფელსა და მუნიციპალიტეტში გასულ წელს არ შეიმჩნეოდა მაგრამ, წელს მავნებლემა პომიდორი, ყურძენი, სიმინდი  და ჟოლო დაუზიანა.

„ყოველ წელს ჩემს ეზოში გაშენებულ ბაღში რამდენიმე სათლს ჟოლოს ვკრეფდი, წელს აზიურმა ფაროსანამ ისე გაანადგურა მოსავალი, რომ ერთი ცალიც არ მომიკრეფავს“- ამბობს გუგავა.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ მავნებელმა იმ რეგიონებში გადაინაცვლა, სადაც საწინააღმდეგო ღონისძიებები არ ჩატარებულა. ზურაბ ლიპარტიას თქმით,  მომავალი წელს ასეთ მუნიციპალიტეტებში, მავნებლის რაოდენობის შესამცირებლად ტყის ფართობები აქტიურად შეიწამლება და „მოიზიდე და მოკალი“ სადგურები განთავსდება. 

მედიაპროდუქტი  მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“  EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა