|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აზიური ფაროსანას მონიტორინგისთვის კახეთის რეგიონში 1300 სპეციალური დამჭერი ხაფანგი მონტაჟდება

1300 სპეციალური დამჭერი ხაფანგი - აზიური ფაროსანას წინააღმდეგ აქტიური სამუშაოები დაიწყო კახეთშიც. რეგიონში სპეციალური მონიტორინგის სისტემების  დამონტაჟება მიმდინარეობს. ხაფანგის მეშვეობით მოხდება მავნებლის იდენტიფიცირება, გავრცელების არეალის დადგენა და მისი საწინააღმდეგო ღონისძიებები შედეგების მიხედვით დაიგეგმება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი განცხადებით, მავნებელთან ბრძოლისას მნიშვნელოვანია მისი გავრცელების დროულად იდენტიფიცირება.

მართალია, სპეციალისტები ამბობენ, რომ აღოსავლეთ საქართველოში მავნებლის გავრცელების რისკი დაბალია, თუმცა მისი ბიოლოგიური ბუნებიდან გამომდინარე, აზიური ფაროსანა ცალკეულ შემთხვევებში  საცხოვრებელ სახლებში უკვე კახეთშიც გხვდება. რეგიონში ბაღლინჯო ყველაზე მეტად ვაშლის და ატმის კულტურებისთვისაა საზიანო. 

კახეთის გუბერნატორს, იმედი აქვს, რომ აზიური ფაროსანას დაფიქსირების შემთხვევაში, მის წინააღმდეგ ბრძოლა დასავლეთ საქართველოსთან შედარებოთ უფრო ეფექტური იქნება, რადგან  ადგილობრივი მოსახლეობა,  ბაღებსა და პლანტაციებში ქიმიური საშუალებებით წამლობას უფრო აქტიურად აზორციელებს.

2017 წელს აზიური ფაროსანას მონიტორინგის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 21 000 დამჭერი ხაფანგი-ფერომონი განთავსდა. შეიქმნა ინტერაქტიული რუკა, სადაც აისახება მონაცემები. 2018 წლის სახელმწიფო სტრატეგიის შესაბამისად, მასშტაბური მონიტორინგი წელსაც ჩატარდება.

მედიაპროდუქტი  მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“  EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანასპროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

 

სინქრონები:

ზურაბ ჩეკურაშვილ - სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი.

ირაკლი ქადაგიშვილი - კახეთის გუბერნატორი.

მიხეილ გოგიაშვილი - ფერმერი.

 

ავტორი: ნიუპრესი