|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაქოში ახალგაზრდებისთვის უფასო საერთაშორისო ბანაკი მოეწყობა

26-30 აგვისტოს ბაქოში “Great Silk Way"  ახალგაზრდულ საერთაშორისო ბანაკს  მართავს.  ბანაკის მონაწილეები განიხილავენ საკითხებს ინტერკულტურული ცხოვრების, ტოლერანტობის, მშვიდობის და კონფლიქტების მოგვარების თემებზე. ასევე მათ შესაძლებლობა ექნებათ აღნიშნულ თემებზე მოამზადონ პროექტები.

მონაწილეობა შეუძლიათ 18-30 წლის ახალგაზრდებს, რომლებიც კარგად ფლობენ ინგლისურ ენას და დაინტერესებული არიან აღნიშნული თემებით. ბანაკის პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებს ჩაუტარდებათ სიმულაციური თამაშები, ჯგუფური დისკუსიები, მოწვეული პირების ლექციები სხვადასხვა თემაზე და ასევე მონაწილეები მოამზადებენ ჯგუფურ და ინდივიდუალურ პრეზენტაციებს. ბანაკის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

5-დღიანი ბანაკი არის სრულიად უფასო და ორგანიზატორი მხარე ფარავს საცხოვრებლის, კვების, შიდა ტრანსპორტირების და აქტივობებს ხარჯებს. მონაწილემ თავად უნდა დაფაროს საერთაშორისო მგზავრობის ხარჯები.

მონაწილეობის მსურველებმა  რეზუმესთან  ერთად უნდა გაგზავნოთ სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ელფოსტაზე  greatsilkway.youth@gmail.com

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა