|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"აგვისტოს ომის ვეტერანებს გვდევნიან და ბაღდათის მერიამ ჯილდო არ მოგვცა"

"ნაციონალური მოძრაობის" წევრობის გამო გვდევნიან და ბაღდათის მერიამ  აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის ყოველწლიური ფულადი ჯილდო არ მოგვცა"-ინფორმაციას აგვისტოს ომის ვეტერანი, ვახტანგ გორგასლის ორდენოსანი ვალერი რობაქიძე ავრცელებს. როგორც ვალერი რობაქიძე "ნიუპრესთან" საუბარში აცხადებს, ბაღდათის მერიამ ის და ლეგია კვეტენაძე ოპოზიციონერობის გამო დასაჯა.

"ვარ აფხაზეთის და აგვისტოს ომების მონაწილე,  მე და ბაღდათელმა ლეგია კვეტენაძემ აგვისტოს ომის დროს მტრის თვითმფრინავები- SU-25 ჩამოვაგდეთ, რისთვისაც დაჯილდოვებული ვართ ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით.  ამის შემდეგ მერია ყოველწლიურად ხუთას ლარს გვაძლევდა სიმბოლურად, მაგრამ წელს ეს არ მოხდა. არავის ვედავებით, ეს მათი კეთილი ნებაა, მაგრამ რატომ დაკარგა მერიამ კეთილი ნება, იმიტომ ხომ არა რომ ოპოზიციიდან ვართ? ეს ყველაფერი ჩვენი პოლიტიკური აქტიურობის გამო ხდება,  "ნაციონალური მოძრაობის" წევრები  ვართ და გვდევნიან ამის გამო. საწყენია, ასე რომ ხდება"-განაცხადა ვალერი რობაქიძემ.

მისი თქმით, პოლიტიკური ნიშნით არა მარტო თავად, არამედ მისი ოჯახი იდევნება. როგორც ის გვიამბობს, მისი მეუღლე ბაღდათის საბავშვო ბაღიდან  პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს, რომელსაც მერიასთან სასამართლო დავა აქვს. ვალერი რობაქიძე  ასევე საუბრობს გერმანიიდან მის დეპორტაციაზე.

"გერმანიაში ვიყავი, საოპერაციოდ ვემზადებოდი, მაგრამ ჩვენი დელეგაცია ჩამოვიდა და მათი მოთხოვნით დამადეპორტეს, აცხადებდნენ, რომ ჩვენ პოლიტიკური დევნილები არ გვყავსო. ჩემი ადვოკატი სასამართლოს მიმართავს გერმანიაში, რადგან უკანონოდ მოხდა ჩემი დადეპორტება, მაგრამ ამისთვის რამდენიმე თვეა საჭირო, იქამდე როგორ უნდა გაიტანოს ადამიანმა თავი, ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს, მეუღლე არ მუშაობს. საწყენია, სახელმწიფოში ასე რომ გვქცევიან, არადა, ამბობენ, პოლიტიკური დევნა არააო"-განაცხადა ვალერი რობაქიძემ.

ვალერი რობაქიძის თქმით, იმის დასადგენად, რატომ არ მისცეს თანხა, აპირებს მერიას განცხადებით მიმართოს.

მისი თქმით, ომის ვეტერანი ლეგია კვეტენაძე ამჟამად თბილისში მშენებლობაზე მუშაობს. 

 ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახრის განმარტებით, სოციალური პროგრამის მიხედვით, ფულადი თანხა მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს იმში ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ოჯახებს გადაეცემა. 

კითხვაზე, თუ მსგავსი პროგრამა არ არსებობდა, რატომ ელოდებოდნენ ომის მონაწილეები წელსაც თანხას განმარტავენ, რომ წინა წლებში თანხა სხვა პროგრამიდან და სხვა დროს გაიცემოდა.

ვალერი რობაქიძე კი განმარტავს, რომ თანხას მერიიდან ყოველ წელს რვა აგვისტოს აძლევდნენ.

"მდევნიან, მგონი, მტრის თვითმფრინავი კი არა, ჩვენი მაქვს ჩამოგდებული"

 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა