|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაღდათის სოფელ დიმში ახალაშენებული ბაღი გაიხსნა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში სააღმზრდელო პროცესი ახალაშენებულ ბაღში გაგრძელდება.  სასწავლო პროცესის განახლებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ბაღდათის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

ზვიად შალამბერიძის თქმით, აუცილებელია  სკოლამდელ დაწესებულებებში კორონავირუსის პრევენციის მიზნით მაქსიმალური მონიტორინგის განხორციელება.

როგორც რწმუნებულმა აღნიშნა, იმერეთის მასშტაბით 2020 წელს, დაახლოებით 100-მდე ბაღის რეაბილიტაცია და მშენებლობა განახორციელდა და ამ მიმართულებით სამუშაოები აუცილებლად გაგრძელდება.

სოფელ დიმში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ასევე, დაწესებულება აღჭურვილია საჭირო ინვენტარით.

სკოლამდელი დაწესებულების მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 600 000 ლარით დაფინანსდა.

აღნიშნული საბავშვო ბაღით მიმდებარე სოფლების მოსახლეობაც ისარგებლებს.

1-ელი მარტიდან სააღმზრდელო პროცესი განახლდა სკოლამდელი აღზრდის, როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულებებში, 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 %-ის სავალდებულო ტესტირების პირობით.

ავტორი: