|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაღდათში 83 წლის კაცმა ცოლი ეჭვიანობის გამო მოკლა

ბაღდათში 83 წლის ქმარმა ცოლი მოკლა. შემთხვევა გუშინ მოხდა. მეზობლების თქმით, ქმარმა ცოლი საკუთარ სახლში, სანადირო თოფით მოკლა. მკვლელობას კი წინ ცოლ-ქმარს შორის ჩხუბი უძღოდა. მეზობლების თქმით, მკვლელობა  ეჭვიანობას უკავშირდება.

შსს ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დაკავებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1934 წელს დაბადებული გ.გუმბერიძე ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს - 1954 წელს დაბადებულ თ.ბ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 11პრიმა-108-ე მუხლით)," - ნათქვამია განცხადებაში, - აცხადებენ შსს-ში.

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი