|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაღდათთან ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც

ბაღდათთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც ორი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა.  შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულებიც.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ავტორი: ნიუპრესი