|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაღების გაერთიანების გათავისუფლებული თანამშრომლები სასამართლოს მიმართავენ

ქუთაისის ბაგა-ბაღების გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა ბრიფინგი გამართეს და გათავისუფლების მიზეზებზე ისაუბრეს. გაერთიანების პრესსამსახურის ყოფილი უფროსის,  ქეთი დეისაძის განცხადებით, გაერთიანების ხელმძღვანელობამ არ განუმარტა გათავისუფლების რეალური მიზეზი. დეისაძე მომხდარს „ნაციონალურ მოძრაობასთან", კონკრეტულად კი, გია თევდორაძესთან მის მეგობრობას უკავშირებს.

„სამი წელია მდევნიან და მიზანმიმართული ბრძოლა მიდის ჩემს წინააღმდეგ, რადგან  ვმეგობრობ გია თევდორაძესთან. ამიტომ მინდა სასამართლომ დაადგინოს გათავისუფლების კანონიერება. გაერთიანება ერთ-ერთი აიპია,  რომლის თანამშრომლებსაც მეორედ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება არ მისცეს და არც ვაკანტურ ადგილებზე გამოცხადდა კონკურსი. ადგილებზე ნაცნობობით და მეგობრობით დაინიშნენ ადამიანები“,-განაცხადა დეისაძემ. მისივე თქმით, გათავისუფლება უკანონოდ მოხდა, რადგან მას რამდენიმე თვის წინ ატესტაცია აქვს გავლილი და კანონი ატესტაციაგავლილი თანამშრომელის სამი წლის განმავლობაში გათავისუფლებას კრძალავს.

დეისაძის  განცხადებით, რეორგანიზაცია მათთვის მოულოდნელი იყო.  მისი თქმით,  ნანა ლორთქიფანიძე ერთპიროვნულად ვერ მიიღებდა გათავისუფლების გადაწყვეტილებას და მომხდარზე ინფორმირებული იყო ქუთაისის მერი შოთა მურღულია.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანების ხელმძღვანელობამ რეორგანიზაციის ფარგლებში  ორი მოადგილე და პრესსამსახურის უფროსი გაათავისუფლა.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა