|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"აქ ხელოვნების და კულტურის სიყვარულს არ უნერგავენ ბავშვებს"-ზვიად ბაღდავაძე

საარჩევნო ბლოკის "გიორგი ვაშაძე - ერთობა - ახალი საქართველო" ქუთაისის მერობის კანდიდატი ზვიად ბაღდავაძე ქუთაისის მერიის ა.ვასაძის სახელობის ფოლკლორის სახელოვნებო სასწავლებელის ფოტოებს აქვეყნებს და სასწავლებელში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს.

ბაღდავაძის თქმით, შენობა ამორტიზებულია და იქ სწავლა შეუძლებელი ხდება.
„შენობა 80-იანი წლების შემდეგ არ გარემონტებულა. ბავშვები საკლასო ოთახებში სიცივისგან იყინებიან. ჯგუფში არის 30-ზე მეტი ბავშვი, რაც კიდევ უფრო აფერხებს სწავლებას, რომელიც ისედაც ძალიან დაბალ დონეზე მიმდინარეობს. სრული ქაოსი და განუკითხაობაა. გადასახადი არის თანადაფინანსებით, მოსწავლე იხდის წელიწადში 70 ლარს, დანარჩენს ანაზღაურებს თვითმმართველობა. მშობლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ. შენობის ფოტოებიც ერთ-ერთმა მშობელმა მომაწოდა. აქ ხელოვნების და კულტურის სიყვარულს არ უნერგავენ ბავშვებს. პირიქით, ამ დაწესებულებას კულტურის და წესრიგის არაფერი ეტყობა. ასე უდგება კულტურას და ბავშვთა განათლებას საოცნებო ხელისუფლება“, -განაცხადა ბაღდავაძემ "ნიუპრესთან" საუბარში.

ამ ეტაპზე რეაბილიტაციის საკითხის დასმის მიზანშეუწონლობაზე მიუთითებს ქუთაისის მერიის ააიპი კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელის ელისო ქაროსანიძე. მისი განცხადებით, მიუღებელია ამ თემის ახლა წამოწევა, რადგან მიმდინარე წლის ბიუჯეტი უკვე ამოწურულია. მისი თქმით, მოხდება თუ არა შენობის რეაბილიტაცია, ეს დამოკიდებულია მომდევნო წლის ბიუჯეტზე.

ქაროსანიძის განცხადებით, შეუსაბამობაა ფაქტებს შორის. ვასაძის სახელობის ფოლკლორის სახელოვნებო სასწავლებელში ცენტრალური გათბობაა და ბავშვების გათბობის პრობლემა არ არსებობს. ამასთან სწავლის საფასური თვეში მხოლოდ 5 ლარია, რაც 9 თვეში მხოლოდ 45 ლარი გამოდის. 

   

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა