|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გეოგრაფიის გაკვეთილი" საკრებულოს სხდომაზე [VIDEO]

ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობის საკითხს საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება მოყვა.

საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ნატო ქათამაძის განცხადებით, ის ადვოკატირებს მოსახლეობას ამ საკითხთან დაკავშირებით. მისი თქმით, ქალაქის ხელმძღვანელობამ მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ ბენზინგასამართი სადგური მოსახლეობასთან ახლოს არ შენდება და აღნიშნული ტორიტორია ზონირების რუკის პირველ და მეორე სივრცეს არ შეესაბამება. მისი განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო და ადგილობრივი ხელისუფლება აუცილებლად დამარცხდება.

ნატო ქათამაძის განცხადებას ქალაქის მერმა სიცრუის ტირაჟირება უწოდა. შოთა მურღულიას განცხადებით, აღნიშნული მონაკვეთი  მიეკუთვნება მესამე ზონას, სადაც შესაძლებელია მსგავსი ტიპის მშენებლობა. მერის განცხადებით, ნატო ქათამაძემ იხელმძღვანელა არა ზონირების რუკით, არამედ ფასების რუკით, რომლის მიხედვითაც აღნიშნული ტერიტორია მართლაც პირველ და მეორე ზონას მიეკუთვნება. მერის განცხადებით, ნატო ქათამაძემ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანა. 

ნატო ქათამაძემ მერის შენიშვნა არ მიიღო, რის გამოც შოთა მურღულიამ მის თანამშრომლებს საკრებულოს სხდომაზე ზონირების რუკის შემოტანა სთხოვა, რის შემდეგაც მან დეტალურად ახსნა, თუ ქალაქის რომელი ქუჩა რომელ ზონას მიეკუთვნება. 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა