|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბექა ღვინიაშვილი ოქროს მედალს დაეუფლა

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში მიმდინარე ძიუდოს გრან პრის ბოლო სათამაშო დღეს, ქართველმა ბექა ღვინიაშვილმა (-90კგ) ფინალურ დაპირისპირებაში რუს, ხუსენ ხალმურზაევს სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.

გრან პრის ბოლო სათამაშო დღე წარმატებული მხოლოდ ღვინიაშვილისთვის გამოდგა, რადგან ტაველური, მატიაშვილი და ოქრუაშვილი გათამაშებას გამოეთიშნენ.

ჯამში, დიუსელდორფის გრან პრიზე, საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი