|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ბიოგრაფია:თამაში"–პრემიერა მესხიშვილის თეატრში

ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან. დასი შვეიცარიელი დრამატურგის მაქს ფრიშის პიესაზე "ბიოგრაფია: თამაში" მუშაობს. 

აღსანინავია, რომ პიესა საქართველოში პირველად იდგმება და მისი თარგმანიც პირველია (ინგლისურიდან თარგმნა: თამარ ჭინჭარაულმა და ავთანდილ გოგეშვილმა). 

პიესის ძირითადი თემაა:პიროვნების შესაძლებლობა თუ შესაძლებლობის არარსებობა შეცვალოს საკუთარი ცხოვრება.

სპექტაკლი  თამარ ჭინჭარაულის რეჟისორობით და ანანო დოლიძე მხატვრობით იდგმება, გაფორმებულია კომპოზიტორ მერი ბეროშვილის მუსიკით. ტექნიკური რეჟისორია მაია კვიმსაძე.

სპექტაკლში მესხიშვილის თეატრის მსახიობები  დავით გაჩეჩილაძე, გელა ებანოიძე, თინათინ მოსულიშვილი, მაგდა ჩიხლაძე და აბელ სოსელია მონაწილეობენ.

პრემიერა 5, 6, 8 დეკემბერს მცირე სცენაზე გაიმართება. 

მაქს ფრიშმა პიესა “ბიოგრაფია: თამაში“ პირველად დაწერა 1967 წელს, ხოლო 16 წლის შემდეგ, 1984 წელს მისი განახლებული ვერსია გამოსცა. 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა