|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბიზნეს ფორუმი - ‘’ტურიზმის ინდუსტრია 2016‘’ ბიზნეს ჯორჯიას ორგანიზებით გაიმართება

სს ბიზნეს ჯორჯია 29-30 სექტემბერს უმასპინძლებს ბიზნეს ფორუმს‘’ტურიზმის ინდუსტრია 2016’’ციხისძირში მდებარე სასტუმროსა და გამაჯანსაღებელ კომპლექს „კასტელო მარეში“.

თემის ფარგლებში განხილული იქნება ‘’საქართველოს ტურიზმის წარსული, აწმყო და მომავალი’’. ღონისძიების მთავარი მიზანი დამსწრე საზოგადოებისთვის, ტურიზმის მნიშვნელობის ხაზგასმა იქნება,თუ როგორ შეუძლია ტურიზმს განავითაროს კერძო სექტორი. 

ღონისძიებას, ტურიზმის სფეროს, 300-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნეს ლიდერი დაესწრება. მათ შორის იქნებიან მაღალი დონის პოლიტიკოსები, ექსპერტები და სპეციალისტები კერძო სექტორიდან, აკადემიკოსები და მედიაწარმომადგენლები, რომლებიც ტურიზმის განვითარების მიზნით გაცვლიან და გაუზიარებენ ერთმანეთს თავიანთ იდეებს, ცოდნასა და გამოცდილებებს. 

ბიზნეს ჯორჯიას გენერალური დირექტორი, ქ-ნიანა გოგიშვილის განცხადებით, ‘’ტურიზმის ინდუსტრია 2016’’ ყველაზე საინტერესო და შედეგის მომცემი ტურისტული ფორუმი იქნება,  რომელიც ქართველ და საერთაშორისო სტუმრებს გაუზიარებს ქართული ტურიზმის წარმატების ისტორიებს, მიმდინარე ამოცანებს, გადაწყვეტის გზებს და პრაქტიკულ მაგალითებს.’’

 

მისივე განცხადებით, ‘’ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბიზნეს ჯორჯია ბიზნეს ფორუმს ტურიზმის ინდუსტრიის თემაზე ულამაზეს, ტურისტულად აქტიურ რეგიონ - აჭარაში მასპინძლობს.  ეს იქნება მშვენიერი ფონი მონაწილეებისთვის გაიცნონ და გაიზიარონ ერთმანეთის გამოცდილება კულტურულად და ისტორიულად მდიდარ გარემოში. განსახილველი თემები შერჩეულია ისე, რომ გაჩნდეს მოსაზრებები, რომელიც გაზიარებადი და პრაქტიკაში გამოყენებადია, მაგალითად თუ როგორ უნდა დავიპყროთ ტურისტის გული კონკურენტულ და გამოწვევებით სავსე გარემოში. ჩვენ ველით მონაწილეებს ნებისმიერი რეგიონიდან, რათა მიიღონ მეტი ინფორმაცია სიახლეებთან დაკავშირებით, გაიზიარონ გამოცდილება და ისიამოვნონ ისეთ გარემოში, რომელიც როგორც ისტორიულად, ისევე კულტურულადაა მდიდარი.’’

ფორუმს გაუძღვება ბიზნეს ჯორჯიას მთავარი რედაქტორი,ბ-ნი სანდრო ვეფხვაძე. ბიზნეს ფორუმი შედგება ორი სესიისაგან, რომელშიც მონაწილეობას ტურიზმის სექტორის ყველაზე გამორჩეული და წარმატებული ადამიანები მიიღებენ. პირველ სესიაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პრეზენტაციას წარმოგვიდგენს და მიმოიხილავს ქართულ ტურისტულ ინდუსტრიას. სესიაზე ასევე წარდგება, რამაზ ბოლქვაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, რომელიც დამსწრე საზოგადოებას აჭარის რეგიონის წარმატების ისტორიას გაუზიარებს.

ბიზნეს ფორუმი „ტურიზმის ინდუსტრია 2016“  თითქმის ყველა ტურისტულ მიმართულებას შეეხება: ეკო - ტურიზმი, ისტორიული და კულტურული ტურიზმი, რეკრეაციული, სათავგადასავლო & სპორტული, ასევე ზამთრის, სათამაშო, მასპინძლობითი და გამაჯანსაღებელი ტურიზმი. ასევე მოეწყობასა დისკუსიოპანელი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ის ორგანიზაციები და სახელმწიფო ინსტიტუტები,  რომლებიც საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის მხარდაჭერისთვის განკუთვნილ სხავდასხვა პროგრამების განხორციელებაში არიან ჩართულნი.

საქართველოს ტურიზმის ასოციაციის წარმომადგენელი, ასევე საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის, საპარტნიორო ფონდის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა საქართველოს ტურიზმის უპირატესობები, სამიზნე ბაზრები, ბარიერები და სირთულეები, პანელის ბოლოს კი გამოიკვეთება სამომავლო გეგმები ტურიზმის მიმართულებით.

ფორუმის მონაწილეებს ექნებათ საშუალება ნეთვორქინგისთვის შესვენებისა და არაოფიციალური ნაწილის მსვლელობისას, რომელიც მოიცავს გათამაშებასა და After-Party-ს.

ღონისძიება დასრულდება 30 სექტემბერს ბიზნეს ვიზიტებით, რომელიც ასევე ორგანიზებულია ბიზნეს ჯორჯიას მიერ. ამ ვიზიტების ფარგლებში ფორუმის მონაწილეებს საშუალება ექნებათ სხვადასხვა კომპანიებს ესტუმრონ და ტურიზმის მიმართულებით პროექტებს გაეცნონ, განიხილონ თანამშრომლობისა და საინვესტიციო შესაძლებლობები.

 

დამატებითი ინფორმაცია:

ღონისძიების ოფიციალური გვერდი

 

ბიზნეს ფორუმის პროგრამა

კონტაქტი:

Business Georgia

თამუნა უბირია, PR მენეჯერი

 

Tel: +995 595 885 405 / t.ubiria@businessgeorgia.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა