|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბიზნესმენს თავზე ტომარა ჩამოაცვეს და გაიტაცეს

ბიზნესმენი, რომელსაც  თავზე ტომარა გადააცვეს და თანხის გამოძალვის მოთხოვნით გაიტაცეს, ქუთაისის ყოფილი ვიცე მერია. დეველოპერული კომპანიის 'სვეტი" დამფუძნებელმა გივი ჯიბლაძემ ბიზნეს საქმიანობა ქუთაისში დაიწყო.

კრიმინალური ფაქტის შესახებ, რომელიც თბილისში 26 მაისს მოხდა, ბიზნესმენმა "რუსთავი2"-თან ისაუბრა. ჯიბლაძის თქმით, ის სახლიდან გამოსვლის დროს გაიტაცეს. თავზე ტომარა ჩამოაცვეს და ერთ-ერთ ავტოსადგომზე გადაიყვანეს. ბიზნესმენი ამბობს, რომ 4 გამტაცებელი მიკრო ავტობუსით გადაადგილდებოდა.

ბიზნესმენის თქმით, გატაცებას წინ უძღვოდა დაპირისპირება მოქანდაკე ზურაბ წერეთლის კომპანიის წარმომადგენლებთან. ჯიბლაძე ვარაუდობს, რომ სწორედ ამ კომპანიასთან დაკავშირებულმა პირებმა გაიტაცეს, თუმცა ამბობს, რომ თავად ზურაბ წერეთელი არ იყო ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებული. 

გივი ჯიბლაძის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ მის კაბინეტში სროლა იყო. 

სავარაუდო გამტაცებლები სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულები  ბიზნესმენს 150 000 აშშ დოლარს სძალავდნენ და თავისი კუთვნილი 200 კვ.მ ფართის მათზე გადაფორმებას სთხოვდნენ. ამ მიზნით, ბრალდებულებმა ბიზნესმენს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ და თანხის გადახდის პირობის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.


სამართალდამცველებმა ლ.ჩ. და ნ.ბ. თბილისში, ხოლო დ.ბ. და ნ.კ. მცხეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
გამოძიება გამოძალვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა