|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბიუჯეტის ფორმირების მიზნით მერია მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს

ქუთაისის 2016 წლის ბიუჯეტის ფორმირება გრძელდება. ადგილობრივი თვითმმართველობა ბიუჯეტის პრიორიტეტების გამოკვეთას მოსახლეობის პრობლემების მიხედვით ცდილობს.

მოსახლეობის ჩართულობის მიზნით, ქუთაისის მერის მოადგლე კოსნტანტინე ქავთარაძე და საბინაო ინფრასტრუქტურის მართვის და განვითარების სამსახურის წარმომადგენლები შეხვედრებს იწყებენ. შეხვედრები ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით ჩატარდება.

შეხვედრის მიზანს მოსახლეობასთან ერთად 2016 წლის ბიუჯეტის ფორმირების პროცესი წარმოადგენს. როგორც მერის მოადგილე აცხადებს, ყველა ის პრობლემა, რომელიც მოქალაქეს აწუხებს შეძლებისდაგვარად ასახული იქნება მომავალი წლის ბიუჯეტში.

ბიჯეტის პროექტი მერიამ 13 ნოემბრეს საკრებულოს გადაუგზავნა, რამდენიმე დღეში კი უკან გამოითხოვა. მიზეზი პროექტში ცვლილებების შეტანა იყო, რასაც საკრებულოს დეპუტატების უკმაყოფილება მოყვა. საბოლოო პროექტი მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად 10 დეკემბერს  უნდა წარუდგინოს. აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის ფორმირებისათვის მერია მოსახლეობას შეხვედრებს დღეიდან იწყებს.

 

.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა