|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ბოლივუდის“ პროდიუსერები და კინორეჟისოები ქუთაისში გადასაღებ ადგილებს არჩევენ

საქართველოში „ბოლივუდის“  პროდიუსერები  და კინორეჟისოები ჩამოვიდნენ. მათი ინტერესში შედის ფილმებისა და სერიალების საქართველოში გადაღება. ისინი დღეს ქუთაისს ესტუმრნენ.  მათ ვიზიტს  უზრუნველყოფს ტურისტული კომპანია „იბერია ტურ პლიუსი“,  რომლის წარმომადგენლის, მაია ბურაჩაშვილის განცხადებითაც, 2016 წელს   საქართველოში  რამდენიმე ფილმისა  და სერიალის გადაღება იგეგმება:

„საქართველოში ჩამოსულია 10 კაციანი ჯგუფი, ბოლოვუდის კინორეჟისორებისა და პროდიუსერების შემადგენლობით, წარმოდგენილია 6 სხვადასხვა კომპანია. 2016 წლიდან იგეგმება სამი პროექტის განხორციელება, ეს უნდა იყოს სამი სრულ, ან მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ან სერიალის რამდენიმე სერია, რომლის გადაღბა  საქართველოშია დაგეგმილი. ამ მიზნით არიან ჩამოსულები, რომ მოძებნონ ღირსშესანიშნავი ადგილები, სადაც ეს გადაღებები შედგება“,-განუცხადა „ნიუპრესს“ ტურისტული კომპანის დირექტორმა მაია ბურაჩაშვილმა.

მისი თქმით, პროექტის მიზანია ამ ადამიანების საქართველოში დატოვება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაშიში კინო ტურიზმის განვითარებას.

ავტორი: ხატია ბანძელაძე