|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბოლო 24 საათში იმერეთში ინფიცირების 19 შემთხვევა დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 359 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 202 შემთხვევა, აჭარა - 46, იმერეთი - 19.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 017, საიდანაც: 2 422 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 181, აჭარაში - 374, იმერეთში - 356.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 380 პირი, მათ შორის, თბილისში - 190, აჭარაში - 43, იმერეთში -63. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 79 პირი, მათგან თბილისში - 51, აჭარაში - 5, იმერეთში - 8.

295 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 184 - თბილისში, 106 - აჭარაში.

4 300 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 883 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა