|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ბოლო ზარი“ ღია სივრცეში, უცხო პირების დასწრების გარეშე გაიმართება

„ბოლო ზარის“ ღონისძიების ორგანიზება შესაძლებელია მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებისა და სკოლის მასწავლებლების მონაწილეობით სკოლის ტერიტორიაზე, უცხო პირთა დასწრების გარეშე, - ამის შესახებ რეკომენდაცია ჯანდაცვის სამინისტრომ  გასცა. 

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ კი აღნიშნული რეკომენდაცია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს უკვე გადაუგზავნა.

მათივე ცნობით, თუ სკოლას შესაძლებლობა ექნება, სასურველია, მოსწავლეებთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ღია სივრცეში გაიმართოს. საჯარო სივრცეში თავშეყრისას ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე და დაიცვას საჭირო დისტანცია.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირობებში ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭომ განიხილა და მიზანშეწონილად არ მიიჩნია მოსწავლეთა ჯგუფური გასვლითი აქტივობების, ექსკურსიებისა და საზეიმო წვეულებების, ბანკეტების გამართვა.

ავტორი: ნიუპრესი