|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბუნა ხოტოველის გადმოსვენებას საკონსულო უზრუნველყოფს

თურქეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის, ბუნა ხოტოველის სამშობლოში გადმოსვენების პროცედურებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არის ჩართული.

გარდაცვლილის გადმოსვენებისთვის საჭირო ხარჯებს თურქეთში საქართველოს საკონსულო უზრუნველყოფს.

ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხდება გარდაცვლილის გადმოსვენება, ეს დაკავშირებულია გამოძიების მიმდინარეობასთან.

ქუთაისელი, 36 წლის ბუნა ხოტოველი გარდაცვლილი სტამბოლში იპოვეს. არსებული ვერსიით, ის სიმაღლიდან არის გადავარდილი.

ბუნა ხოტოველის დედის ინფორმაციით, ის ტაილანდიდან სტამბოლში 17 ივნისს ჩაფრინდა, სადაც მონაწილეობა მიიღო ებრაული დიასპორის შეკრებაში. სემინარის შემდეგ, იგი საქართველოში ბრუნდებოდა. 

 

ბუნა ხოტოველი მედიისათვის  ქუთაისის ცენტრში მომხდარი დაპირისპირების შედეგად გახდა ცნობილი.

 

ამ თემაზე: რა გახდა ქუთაისის ცენტრში სროლის მიზეზი?

 

ავტორი: ნიუპრესი