|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ცამციშვილის ამბავი ისტორიაში კურიოზად შევა"

საკრებულოს წევრმა ამირან ძოწენიძემ,  ქალაქის მერს კულტურის სამსახურის ყოფილი უფროსის თემურ ცამციშვილის სასამართლო პროცესი მას შემდეგ შეახსენა, რაც პრიორიტეტების სიაში ნახა, რომ მანძილი ქუთაისიდან თბილისამდე 231 კილომეტრი ეწერა. ძოწენიძე დაინტერესდა, როდის იყო მართალი ქალაქის მერია, მაშინ, როცა ამბობდა, რომ თბილისამდე 220 კილომეტრია, თუ ახლა, როცა პრიორიტეტების სიაში ჩაწერა, რომ მანძილი ორ ქალაქს შორის 231 კილომეტრია. 

"ცამციშვილის ამბავი, ისტორიაში კურიოზად შევა.  დავა ჩემი მერობს პერიოდში დაიწყო, პროკურატურამ მომწერა და მითხრა, რომ მერია ამ საქმეში დაზარალებულად მეცნო. მე მივწერე და ვუპასუხე, რომ მერია თავს დაზარალებულად არ თვლის, რადგან, პირიქით, თანხები დაიზოგა. თუმცა ბატონმა შოთამ, რომელიც შემდეგ გახდა მერი, მოაწერა ხელი იმას, რომ მერია დაზარალებული იყო, რის გამოც საქმე აღძრეს. რამდენიმე თვე ატარეს ცამციშვილი სასამართლოში, გამოუტანეს 6000 ლარიანი ჯარიმა და იმ სარჩელში, სადაც მერია თავს დაზარალებულად თვლიდა, ეწერა, რომ თბილისიდან ქუთაისამდე მანძილი არის 220 კილომეტრი. ხელშეკრულებაში გაფორმებული იყო 250. დაცვის მხარე სწორად ამბობდა, რომ 220 ტრაფარეტიდან ტრაფარეტამდე ჰქონდა და მათი მომსახურება ქუთაისის ცენტრიდან თბილისის აეროპორტამდე იყო. ამ ყველაფრის შემდეგ პრიორიტეტების დოკუმენტში თვითონ მერია წერს, რომ მანძილი 231 კილომეტრია,  როდის იყო მართალი ქალაქის მერია?–"განაცხადა ძოწენიძემ.

ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განცხადებით, ახლა ისე გამოჩნდა, თითქოს მერია ცამციშვილს ერჩოდა. 

„წარმატება მინდა ვუსურვო ბატონ თემურ ცამციშვილს, რადგან  ახლა ისე გამოჩნდა, თითქოს მერია ერჩოდა მას, სამხარაულის დასკვნის მიხედვით იმოქმედა სასამართლომ და ჩვენ დასკვნაში არაფერი შეგვიცვლია. სასამართლოს იმ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი არ გამოუტანია და მას 6 000 ლარი ჯარიმა დააკისრა, გამამართლებელი მან მხოლოდ მერიის მიერ დამატებით დაკისრებულ ხარჯზე მიიღო. იმ ადამიანს დაუდევრობით თუ მოუვიდოდა რამე, ამიტომ მას წარმატებას ვუსურვებ“,-განაცხადა მურღულიამ.

შეგახსენებთ, რომ ქალაქის მერიამ  თემურ ცამციშვილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით თანხების გაფლანგვის ბრალდებით,  6000 ლარით დააჯარიმა. რის შემდეგაც მას ზარალის ანაზღაურება მეორედ მოთხოვა.  

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა