|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ცენტრალურ ბაღში 9 აპრილის ძეგლის მონტაჟი დასრულდა

9 აპრილის მემორიალი ახალ ადგილზე განათავსეს. ცენტრალურ ბულვარში ძეგლის მონტაჟის ძირითადი სამუშაოები დასრულდა.

 მემორიალი უკვე ყვავილებითაც შეამკეს. როგორც "ეროვნული მოძრაობის" წევრმა ნუკრი ჭოლაძემ "ნიუპრესთან" საუბარში განაცხადა, ძეგლის გადმოტანა გვიან ღამით მოხდა, სამუშაოები კი დღეს დასრულდა. მისივე თქმით,  ამის შემდეგ ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. მოხდება მასზე დატანილი ტექსტის აღდგენა და შეღებვა. ასევე დაიდგმება საინფორმაციო დაფა.

შეგახსენებთ, რომ ძეგლის გადატანის მოთხოვნით მერიას "ეროვნული მოძრაობის" წარმომადგენლებმა მიმართეს.  ქუთაისის ვიცე-მერის განმარტებით კი,  ძეგლის გადმოტანა  უკეთეს ადგილზე მოხდა.  ნოდარ მიქიაშვილისგან განსხვავებით, ადგილი არ მოსწონს ძეგლის ავტორის შვილს, თუმცა აცხადებს, ძეგლის გადატანაზე თანხმობა მან გასცა.

 

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა