|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ცესკოს წინასწარი შედეგებით, მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის“, ზუგდიდში კი „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, განმეორებითი კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, მარნეულის #48-ე საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა აკმამედ იმამკულიევმა 381 ხმა მიიღო, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა თამაზ ნავერიანმა 313ხმა.

რაც შეეხება ზუგდიდს, წინასწარი მონაცემების მიხედვით, 66-ე ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატ ედიშერ თოლორაიას მხარი 981-მა ამომრჩეველმა დაუჭირა, "ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ სანდრა რულოვსს კი 438-მა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა