|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ჩემი ამოცანა ქუთაისის გაცოცხლებაა“ -ალუდა გოგლიჩიძე

ქუთაისში არსებულ პრობლემებსა და საარჩევნო პროგრამის შესახებ „შენების მოძრაობის" მერობის კანდიდატმა ალუდა გოგლიჩიძემ ისაუბრა.
გოგლიჩიძის თქმით, ქუთაისში არსებული პრობლემების მოგვარება მის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

„ჩვენ უნდა ვესაუბროთ არა მარტო ჩვენს ამომრჩევლებს, არამედ მთელს მოსახლეობას. ქალაქში ბევრი პრობლემაა და თუ მხოლოდ ინფრასტრუქტურაზე, ან სხვა რომელიმე ცალკეულ პრობლემაზე ვისაუბრებთ, არაფერი გამოვა. მთავარი გამოწვევა ქალაქის  პროგრამული ბიუჯეტის შექმნა იქნება, ქუთაისს არ აქვს გრძელვადიანი განვითარების გეგმა და ამაში ვხედავ დიდ პრობლემას“, -განაცხადა გოგლიჩიძემ.

მისივე განმარტებით, მერის სტატუსის გარეშეც დარჩება ქუთაისის აქტიურ პოლიტიკაში.

„ჩემი ამოცანა რაღაც პოზიციის დაკავება არ არის, ჩემი ამოცანა ქუთაისის გამოცოცხლებაა, სწორედ ამიტომ მე ვიქნები სიის პირველი ნომერი და მერის სტატუსის გარეშეც დავრჩები ქალაქის აქტიურ პოლიტიკაში“, - აღნიშნა გოგლიჩიძემ.

ალუდა გოგლიჩიძე ქუთაისის მერობის კანდიდატად "შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა 28 აგვისტოს დაასახელა.

ავტორი: ხატია ბანძელაძე