|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჩემი არჩევით ქართველმა ხალხმა ხმა მისცა ევროპულ გზას"

ახალ კონსტიტუციაში ასახულია ქართველი ხალხის ნება - საქართველოს შეუფერეხებელი სვლა ევროკავშირისა და ნატო-სკენ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალოე ზურაბიშვილმა ინაუგურაციის ღონისძიებაზე საპროგრამო სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მისი არჩევით ქართველმა ხალხმა ხმა მისცა ევროპულ გზას.

„ქართული საზოგადოება ერთიანია ევროპული მომავლის საკითხის გარშემო. ჩემი არჩევითაც ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ ხმა მისცა ევროპულ გზას. ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებამ, უვიზო მიმოსვლამ ძალიან დიდი პერსპექტივები გაგვიხსნა. დასავლელი მეგობრებისგან, პარტნიორებისგან მტკიცე მხარდაჭერა გვაქვს, ეს პროცესი კიდევ უფრო უნდა დაჩქარდეს. ახალ კონსტიტუციაში ასახულია ქართველი ხალხის ნება - საქართველოს შეუფერეხებელი სვლა ევროკავშირისა და ნატოსკენ. მე, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპელი მეგობრების დახმარებით ხელს შევუწყობ ამ პროცესს. ამისთვის გამოვიყენებ მთელ ჩემ გამოცდილებას და კონტაქტებს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ევროკავშირში. ჩვენ თანმიმდევრულად გავაგრძელებთ მიზნისკენ სვლას. ღირსეულად გავუმკლავდებით შიდა თუ გარე გამოწვევებს, ბოლომდე მივიყვანთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან რეფორმებს, კიდევ უფრო გავაძლიერებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს. დემოკრატიული ცნობიერების ამაღლება ჩვენი ამოცანაა“, - განაცხადა სალოემ ზურაბიშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა