|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ჩემი ოცნებაა, არ დავბერდე!“

ნათია 25 წლის არის, პროფესიით ფსიქოლოგი და ფოტოგრაფი.  უყვარს ველორბოლა და მოგზაურობა. იგი ლესბოსელია და ჩვენი ინტერვიუც სწორედ ამ თემას უკავშირდება. 

 - როდის აღმოაჩინეთ თქვენი განსხვავებული ორიენტაცია?

 - არ ვფიქრობ, რომ განსხვავებულია. თუმცა, არც აღმომიჩენია ისე განსაკუთრებულად, რომ მახსოვდეს მკვეთრად. 

 -   როგორია ცხოვრება საქართველოში თქვენთვის?

 - ჰომოფობიურ, ჰეტერონორმატიულ, ტრადიციულ, რელიგიურ ქვეყანაში ნებისმიერი ადამიანისთვის და მათ შორის ჩემთვისაც ცხოვრება რთულია და ამავდროულად მიუღებელი.

 -  რა ტიპის პრობლემებს აწყდებით?

 - ვერბალური, ფიზიკური შეურაცხყოფა, ფსიქოლოგიური ზეწოლა, გარიყვა, უარყოფა.

 - ვინ გეხმარებათ პრობლემების დაძლევაში?

 - თავად ვცდილობ მოვაგვარო (დამხმარებია ერთ-ერთი ორგანიზაცია).

- თუ გამხდარხართ ძალადობის მსხვრეპლი?

- 2013 წლის 17 მაისის შემდეგ რამდენჯერმე ფიზიკური ძალადობა და ვერბალური შეურაცხყოფა. იყო შემთხვევები მანამდეც, რამდენიმე წლის წინ (დაფარული ზარები, შეფურთხება, ცემა, მუქარა, ზიზღი, დამხვდნენ რამდენჯერმე ქუჩაში და ა.შ.)

-   თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ შეიცვალოს საზოგადოების დამოკიდებულება?

- უპირველესია განათლება, რაც შემდეგ ეტაპებზე უნდა გამყარდეს საზოგადოების ინფორმირებით.

-  რას ეტყოდით ხალხს, საზოგადოებას?

- არა -  ჰომოფობიას, ზიზღს, ძალადობას, განსხვავებულის მიუღებლობას, რელიგიურ ფანატიზმს, გაუნათლებლობას. 

-  ახერხებთ თუ არა საკუთარი თავის რეალიზებას?  - მუშაობთ, სწავლობთ და ა.შ.

- დიახ.

-  გიფიქრიათ თუ არა საქართველოდან წასვლაზე?

- მიფიქრია (ვფიქრობ).

-  თუ კი, რა გიშლით ხელს ამ სურვილის ასრულებაში?

-სხვადასხვა ფაქტორები

-  რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება? 

- არ დავბერდე!..

 პროექტის მხარდამჭერია „ქალთა ფონდი“ საქართველოში.

ავტორი: ია ბობოხიძე