|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჩემი ყოფილი მეუღლის ოჯახმა ბავშვს იურიდიული მისამართი შეუცვალა"

 დეა გოშხეთელიანი, რომელიც ყოფილ მეუღლეს მასზე ძალადობაში ადანაშაულებს, განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებასა და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. 

"მინდა გავავრცელო ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც წინა კვირას შევიტყვე. ჩემი ყოფილი მეუღლის ოჯახი აპირებს ბავშვით მანიპულირებას. მათ სურთ კვირის უმეტესი დღეები, ბავშვი იყოს მათთან. ამისთვის ახალი ხრიკი მოიმოქმედეს. მოხდა ბავშვის იურიდიული მისამართის შეცვლა თბილისიდან ქუთაისში ჩემს დაუკითხავად, რათა ბავშვის მეურვეობის საკითხზე სასამართლო დავა იყოს ქუთაისში და არა თბილისში. და რატომ ქუთაისში ?! ჩემს ყოფილ მამამთილს გოჩა ბაკურაძეს, რომელიც არის ხონის ფსიქიატრიული კლინიკის დირექტორი, ასევე ჩემს ყოფილ მეუღლეს გიგა ბაკურაძეს, რომელიც ასევე მუშაობდა ბათუმის ფსიქიატრიულ კლინიკაში, ძალიან ბევრჯერ უთქვამთ, რომ ქუთაისის სასამართლოში მათ ჰყავდათ გავლენიანი მეგობარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ივანე აფრიდონიძე, რომელიც ნებისმიერ საკითხს მოუგვარებდა და დადგებოდა კანონზე მაღლა მისი სიტყვა. ამავდროულად, ივანე აფრიდონიძე არის ერთ-ერთი მათი ადვოკატიც და სწორედ, როდესაც ჩემი ყოფილი მეუღლე 3000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა ქუთაისის სასამართლომ პირველად,მის ინტერესს ბატონი ივანე იცავდა.

მე მინდა მივმართო საქართველოს იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაინტერესდნენ ამ კონკრეტული საქმით. ჩემს შვილს ვერავინ დამაშორებს, ჩემი ცხოვრების თითოეული წუთი და წამი ეკუთვნის მხოლოდ მას.

ბოლო დროს აჟღერებენ ინფორმაციას, რომ აქვთ აუდიო მასალა, სადაც მტკიცდება, რომ ჩემი ყოფილი მეუღლე თითქოსდა “მსხვერპლია” და რა აუდიო მასალაა ეს?! მინდა კარგად იცოდეს საზოგადოებამ, ჩემი ინფორმაციით,  რაც გავიგე, კარდაკარ დადიან ქუთაისში და ასმენინებენ ამ აუდიო მასალას ჩემს ნაცნობებს. ჩაწერილ მასალაში ისმის ხმა: ჩემი ყოფილი მეუღლე მოდის ჩემთან სახლში და თან ამ დროს ჩართული აქვს ხმის ჩამწერი ტელეფონში, რაც მე არ ვიცოდი, როდესაც ჩემი სახლის კარებს მიუახლოვდა, თურმე ამბობს გამარჯობას ჩუმად, რათა ეს მისალმება დაფიქსირდეს ტელეფონის ხმის ჩამწერში, შემდეგ კი შემოდის და იწყებს ხელის დარტყმას ჩემი მიმართულებით. ადვოკატი და ბაკურაძეები ამტკიცებენ, რომ ადამიანი, როდესაც “გამარჯობას” ამბობს, ის საჩხუბრად მისული არ არისო და სწორედ აქედან გამომდინარე, ამტკიცებენ, თითქოსდა ის არის დაზარალებული", -აცხადებს დეა გოშხეთლიანი.

 ბაკურაძის ადვოკატი ლედი ტუკვაძე გოშხეთლიანის განცხადების პასუხად აცხადებს, რომ გოშხეთლიანი არის პანიკაში, რადგან იცის, რა მტკიცებულებებიც აქვს დაცვის მხარეს და ცდილობს ცილისწამებლური განცხადებებით საზოგადოებრივი აზრის შექმნას.

 ლედი ტუკვაძის თქმით, დაცვის მხარეს საკმარისზე მეტი მტკიცებულება აქვს, მაგრამ არ ახდენს მის გასაჯაროებას, რადგანაც არ მოხდეს მათი მცირეწლოვანი შვილის ინტერესების შესახვა, თუმცა სასამართლოზე მოხდება ამ მტკიცებულებების სათანადოდ წარდგენა. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა