|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჩინელი ინვესტორები ქუთაისში ბიზნეს საქმიანობით დაინტერესდნენ

ქალაქ ქუთაისის მერიაში ჩინელ ინვესტორებთან ოფიციალური შეხვედრა გაიმართა.

ქუთაისის მერიის პრესსსამსახურის ინფორმაციით, ინვესტორებმა ინტერესი გამოთქვეს ქუთაისში ბიზნეს საქმიანობის დასაწყებად.

შეხვედრას ესწრებოდნენ ქუთაისის მერი შოთა მურღულია, ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი პაატა კლდიაშვილი, ქალაქ ტიანჯინის ვაჭრობის პალატის ვიცე პრეზიდენტი ნიუ ოუქი, საინვესტიციო ბიუროს სექტორის ხელმძღვანელი ჰოუ იული და ქალაქ ტიანჯინის კერძო ბიზნესის წარმომადგენლები.

"სტუმრებს  ქუთაისის ეკონომიკურ და საინვესტიციო გარემო გავაცანით. ინვესტორებმა მადლობა გადაგვიხადეს შეხვედრის ორგანიზებისთვის და ინტერესი გამოთქვეს ქუთაისში ბიზნეს საქმიანობის დასაწყებად", -აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

ავტორი: ნიუპრესი