|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჩინეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები საჩხერეში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან

ჩინეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები კვლავ საჩხერეში სასტუმროში არიან განთავსებული.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის კლინიკური მენეჯერის მაია ხელაძის თქმით, 34- ვე პირი ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

მაია ხელათის თქმით, ორ პირს გუშინ 37 გრადუსი ტემპერატურა დაუფიქსირდა, თუმცა დღეის მდგომარეობით არცერთ მათგანს მაღალი ტემპერატურა აღენიშნება არ აღენიშნება და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შეგახსენებთ, ჩინეთიდან საქართველოს 34 მოქალაქე 21 თებერვალს დაბრუნდა. მათ ქვეყანაში ჩამოსვლის სურვილი თავად გამოთქვეს, რის შემდეგაც შესაბამისი პროცედურები სახელმწიფომ უზრუნველყო.

საქართველოს მოქალაქეები ორკვირიან კარანტინს საჩხერეში გაივლიან.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა