|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჩინეთის რკინიგზის 23 ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედი ფილიალის განცხადება

ჩინეთის რკინიგზის 23 ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედი ფილიალის განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, გვირაბის მშენებლობაზე სპეციალური აღჭურვილობის გარეშე შესვლა აკრძალულია. 

"დღეს დილით, დაახლოებით ათ საათზე მეცხრე გვირაბის აღმოსავლეთ პორტალთან (ქვიშხეთის სამშენებლო უბანი) რუსთავი 2-ის გადამღები ჯგუფი ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა და უსაფრთხოების აღჭურვილობის გარეშე, უნებართვოდ შეიჭრა სამშენებლო მოედანზე, სადაც აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები და სპეციალური უსაფრთხოების აღჭურვილობის გარეშე შესვლა აკრძალულია.

ჩვენი კომპანიის თანამშრომლების მიერ, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, გადამღებმა ჯგუფმა მაინც არ დატოვა ტერიტორია და პროვოკაციული გზით შეეცადა ჩვენი კომპანიის თანამშრომლებთან კონფლიქტში შესვლას.

წუხვართ მომხდარის გამო, ჩვენი მიზანი დახურულ სამშენებლო მოედანზე  ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. მზად ვართ ვითანამშრომლოთ დაინტერესებულ პირებთან", - ნათქვამია განცხადებაში. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა