|
  • EUR 1 = GEL 2.6921
  • USD 1 = GEL 2.411
|

"ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე პირუტყვი ყველა მიმართულებით მოძრაობს"

"ეს ქუთაისის შემოვლითი გზაა! ე.წ. ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, რამაც უკვე არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ამ მაგისტრალზე, ბოლო ავარიის შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით, მოძრაობა მხოლოდ ცალმხრივად დაუშვეს, თუმცა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ყველა მიმართულებით მოძრაობს", - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცის "ევროპა ჩვენი სახლია" დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი და ფაქტის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს.

შეგახსენეთ, საქართველოს საგზაო დეპარტამენტმა  შემოვლით გზაზე მოძრაობის ცალმხრივად ამოქმედებასთან დაკავშირებით ინფორმაცია 23 მაისს გაავრცელა. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდის მიზნით იგეგმებოდა გარე განათების ქსელის, დამატებითი საგზაო ნიშნებისა და ვიდეო–სამეთვალყურეო სისტემის მოწყობა. 

 

 ამ თემაზე; ქუთაისის შემოვლით გზაზე მოძრაობა ცალმხრივი გახდა

ავტორი: ნიუპრესი