|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი, მაგრამ ქართველ ახალგაზრდებს არ ყოფნით კომპეტენცია"

ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი, მაგრამ, სამწუხაროდ, ქართველ ახალგაზრდებს არ ყოფნით კომპეტენცია, რომ ეს ადგილები დაიკავონ,  - განაცხადა ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გენადი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში. 

 "სამომავლოდ, შრომის ბაზარი რომ ათვისებული იყოს ქართველების მიერ, არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი, მაგრამ, სამწუხაროდ, ქართველ ახალგაზრდებს არ ყოფნით კომპეტენცია, რომ ეს ადგილები დაიკავონ და ეს არ არის მათი ბრალი, ეს იმ გაუმართავი სისტემის ბრალია, რომელიც გვაქვს. სისტემა, რაც უნდა ვისაუბროთ, გამართული ვერ გახდება, თუ მას შესაბამისი მატერიალური ბაზა არ ექნა, მე ვსაუბრობ ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით, რომელიც აუცილებლად უნდა გაიზარდოს განათლების მიმართულებით", -განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.  

მისი თქმით, განათლების ბიუჯეტის სამჯერ გაზრდა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებს მდგომარეობას.

"მთლიანი შიდა პროდუქტის 2,3% იხარჯება განათლების სფეროში, რაც ძალიან ცოტაა. ეს იმაზე ცოტაა, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. პრემიერ მინისტრმა იყალთოს შეხვედრაზე განახცადა, რომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმისათვის, რომ განათლების სფეროს დაფინანსება მთლიანი შიდა პროდუქტის ორნიშნა ციფრზე გავიდეს, რაც არსებული ბიუჯეტის სამჯერ გაზრდას ნიშნავს, ეს თუ განხორცილდება, ძალიან გააუმჯობესებს განათლების ხარისხს", - აღნიშნა მან. 

გენადი მარგველაშვილის თქმით, სკოლებში სწავლების ხარისხი თუ არ გაუმჯობესდა, მაშინ მხოლოდ გამოცდების გაუქმებას არ ეთანხმება. 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა