|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჩვენ რამდენიმე დღით ადრე გავაფრთხილეთ"-ბაქარ ჭეიშვილი

ქუთაისში გარევაჭრობის დახლების დემონტაჟი დაიწყო. მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ თვითნებური კონსტრუქცების დაშლა და გატანა გვიან ღამით მოხდა.

ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბაქარ ჭეიშვილის განცხადებით, მოვაჭრეები დაგეგმილი სამუშაოების შესახებ გაფრთხილებული იყვნენ, ამიტომ მათგან რაიმე სახის პროტესტს არ ელოდებიან. ჭეიშვილის განცხადებით, გარევაჭრობის პრობლემა ეტაპობრივად მთელს ქალაქში მოწესრიგდება.

მოვაჭრეებს საქმიანობის გაგრძელებას  სხვადასხვა ბაზრობის ტერიტორიაზე სთავაზობენ, თუმცა მერიაში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, თუ რა სახის შეღავათებით სარგებლობას შეძლებენ ისინი.

მიუხედავად გაფრთხილებისა, რამდენიმე გარემოვაჭრე ამ დრომდე რჩება წითელი ხიდის მიმდებარედ. როგორც განმარტეს, ისინი ადგილებზე დროებით რჩებიან.

გარევაჭრობის პრობლემა ქუთაისში წლების განმავლობაში არსებობს. მოვაჭრეები მერიის შეთავაზებულ ალტერნატიულ ადგილს არ თანხმდებიან, რადგან აცხადებენ, რომ მათ ბაზარში თანხის გადახდის შესაძლებლობა არ აქვთ. 

გარევაჭრობის პრობლემასთან დაკავშირებით, რამდენჯერმე განაცხადება გააკეთა "სურსათის ეროვნულმა სააგენტომ", რომელმაც მოქალაქეებს მოუწოდა არ იყოდონ ქუჩაში გამოტანილი პროდუქტი.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა