|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჩვენ ვერ შევეგუებით ქუთაისის ძარცვას!" - აქცია ქუთაისში

"ჩვენ ვერ შევეგუებით ქუთაისის ძარცვას!"- ასეთი შინაარსის პოსტერები გამოჩნდა დღეს ქვეყნის მეორე ქალაქის ქუჩებში.

პოსტერებზე ჩამოთვლილია პარლამენტი და ყველა ის საჯარო დაწესებულებები (სემეკი, კონტროლის პალატა, საგზაო დეპარტამენტი), რომლებიც "ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ქუთაისს წაართვა.

ამ ფორმით პოსტერაქციის ავტორი მოძრაობა "დატოვე პარლამენტი ქუთაისში" არჩევნებამდე კიდევ ერთხელ მოუწოდებს თანაქალაქელებს,  31 ოქტომბერს მხარი დაუჭირონ მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებმაც ქუთაისში პარლამენტის დაბრუნების პირობა დადეს.

მოძრაობის წევრებმა დღეს ფლაერებიც დაარიგეს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.35%
გაუარესდა - 50.51%
არ შეცვლილა - 14.14%
სულ - 99 ხმა