|
  • EUR 1 = GEL 2.9204
  • USD 1 = GEL 2.4844
|

"ჩვენი მისამართით გამოხატული თანადგომა ნიშნავს ქალაქის სტაბილურად განვითარებას" [R]

ქუთაისში, ბერი თევდორეს ქუჩის მაცხოვრებლებს, მმართველი გუნდის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ქალაქ მუზეუმის ოლქში, გიორგი ჭეიშვილი ქუთაისისთვის იმ სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე პრობლემებზე ესაუბრა, რომლის მოგვარებასაც პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო" 21 ოქტომბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყებს. ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, ინვესტიციების მობილიზება, ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც საუბარი კანდიდატსა და ხალხს შორის თითქმის ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

"ჩემი პასუხისმგებლობა თქვენს მიმართ ორმაგად დიდია, ვინაიდან ეს, სწორედ ის გარემო და ადგილია, სადაც მე, ჩემი განვლილი ცხოვრების საუკეთესო, ბავშობის წლები გავატარე და მერწმუნეთ, თქვენის მხრიდან, ჩვენი მისამართით ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში გამოხატული თანადგომა პირდაპირ ნიშნავს ქალაქის სტაბილურად განვითარებას და თითოეული ჩვენგანის კეთილდღეობას -  განაცხადა შეხვედრაზე გიორგი ჭეიშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 20%
გაუარესდა - 60%
არ შეცვლილა - 20%
სულ - 85 ხმა